აშშ-ის რაგბის კავშირი გაკოტრების პირასაა

აშშ-ის რაგბის კავშირი გაკოტრების პირასაა

აშშ-ის რაგბის კავშირმა გამოაცხადა, რომ სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება და გაკოტრების პირასაა.

"არწივებს" ისედაც სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო თასამდე არსებული გადაჭარბებული ხარჯებით. ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ დეკემბერში განაცხადა.

სიტუაცია კორონავირუსის პანდემიის გამო გართულდა, რადგან ყველა სარაგბო ტურნირის მსგავსად, შეჩერებულია ამერიკის მეიჯორ ლიგაც და ამან აშშ-ის რაგბის კავშირი კიდევ უფრო დააზარალა.

აშშ-ის რაგბის კავშირის გამგეობამ ხმა მისცა და უახლოეს მომავალში აპირებს პროცესის წამოწყებას, გაკოტრების საქმესთან დაკაშირებით. როგორც ხელმძღვანელობამ აღნიშნა, გაკოტრების პროცესის ნაწილია, პერსონალის მნიშვნელოვნად შემცირება.

მას შემდგომ, რაც ზემოხსენებული საქმე დარეგისტრირდება, რაგბი აშშ მიიღებს დახმარების ფინანსურ პაკეტს "მსოფლიო რაგბისგან". ეს დახმარება უზრუნველყოფს, რომ საბჭომ და რესტრუქტურიზაციის ჯგუფმა განაგრძონ მუშაობა. აგრეთვე, მოხდება 7-კაცას და
7-ქალას პროგრამების შენარჩუნება. 

აშშ-ის რაგბის კავშირის თავმჯდომარემ, ბარბარა ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის ეს იქნება სწორი ნაბიჯი გრძელვადიან პერიოდში.  

"ეს არის ყველაზე რთული პერიოდი, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას ჰქონია და ეს გადაწყვეტილებები არ ყოფილა ადვილად მისაღები. 

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სიტუაციაში რაგბიზე ბევრად უფრო პრიორიტეტული სხვა მიმართულებებია, ჩვენ დაინტერესებული მხარეები და გულშემატკივრები მიმართულნი ვართ ამ რთული სიტუაციის დაბალანსებისკენ, იქ სადაც ეს თამაში ნამდვილად შეიძლება გაიზარდოს", - განაცხადა ო'ბრაიენმა.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა