მამუკა გორგოძის ბრწყინვალე კარიერა ციფრებში

მამუკა გორგოძის ბრწყინვალე კარიერა ციფრებში

გუშინ მამუკა გორგოძემ განაცხადა, რომ ივნისის ბოლოს "ტულონთან" კონტრაქტი ეწურება და კარიერას დაასრულებს.

ქართული რაგბის ცოცხალი ლეგენდის კარიერა ციფრებში ასე გამოიყურება:

მონპელიე 2005-2014

  • სულ - 168 მატჩი, 138 სასტარტო, 27 ლელო, 22 ყვითელი, 1 წითელი ბარათი;
  • ტოპ 14 – 136 მატჩი, 111 სასტარტო, 19 ლელო, 20 ყვითელი, 1 წითელი არათი; 
  • ჩელენჯ თასი - 17 მატჩი, 14 სასტარტო, 4 ლელო, 1 ყვითელი არათი;
  • ჩემპიონთა თასი - 15 მატჩი, 13 სასტარტო, 4 ლელო, 1 ყვითელი არათი;


ტულონი 2014 - დღემდე

  • სულ -  110 მატჩი, 72 სასტარტო, 11 ლელო, 4 ყვითელი არათი;
  • ტოპ 14 - 85 მატჩი, 58 სასტარტო, 8 ლელო, 4 ყვითელი არათი;
  • ჩემპიონთა თასი - 23 მატჩი, 13 სასტარტო, 3 ლელო;
  • ჩელენჯ თასი - 2 მატჩი, 1 სასტარტო;


ჯამში

  • ტოპ 14 – 221 მატჩი, 169 სასტარტო, 27 ლელო, 26 ყვითელი, 1 წითელი, 13592 წუთი;
  • ჩემპიონთა თასი - 38 მატჩი, 26 სასტარტო, 7 ლელო, 1 ყვითელი, 2112 წუთი;
  • ჩელენჯ თასი - 19 მატჩი, 15 სასტარტო, 4 ლელო, 1 ყვითელი, 1168 წუთი;


საქართველოს ნაკრები 2003-2019

  • 2003-2019 წლები, 75 მატჩი, 27 ლელო, 2 ყვითელი არათი;
  • 2013-2017 წლები - 13 მატჩის კაპიტნის რანგში;
  • მონაწილეობა მიიღო ოთხ მსოფლიო თასზე - 2007, 2011, 2015, 2019;
  • მსოფლიო თასი - 15 მატჩი, 4 ლელო, 1 ყვითელი არათი;
  • კაპიტანი 2015 წლის მსოფლიო თასზე;


მიღწევები

  • ტოპ 14-ის ორგზის ფინალისტი (2010/2011, 2015/2016);
  • ევროპის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული (2014-2015);
  • ტოპ 14-ის 2010/2011 წლების სეზონის საუკეთესო უცხოელი (არაფრანგი) მორაგბე;
  • ტოპ 14-ის 2010/2011 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი;
  • ტოპ 14-ის 2012/2013 წლების სეზონის იანვრის თვის საუკეთესო მორაგბე;
  • ჩემპიონთა თასის 2012/2013 წლების სეზონის იანვრის თვის საუკეთესო მორაგბე;
  • ტოპ 14-ის 2015/2016 წლების სეზონის ფინალში დადებული ლელო;
  • ავსტრალიური გამოცემის  rugby.com.au-ს ვერსიით მოხვდა ათწლეულის (2010-2019) საუკეთესო გუნდში და იყო ერთადერთი ევროპელი მოთამაშე სიმბოლურში;
  • ბრიტანული „ტელეგრაფის“ ვერსიით, მოხვდა 2015 წელს მოქმედ 100 საუკეთესო მორაგბეთა შორის;
  • მამუკა გორგოძე რვა ქართველიდან ერთ-ერთია, რომელსაც მე-19 საუკუნეში დაარსებული „ბარბაროსების“ რიგებში უთამაშია, რომელიც პერიოდულად მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს კრეფს და წელიწადში ერთხელ ან ორჯერ იკრიბება. მამუკამ 2012 წელს ირლანდიის და უელსის ნაკრებების, ხოლო 2014 წელს ინგლისის წინააღმდეგ ითამაშა;
  • არის ერთადერთი ქართველი მორაგბე, რომელსაც „ბარბაროსების“ კვართით ლელო აქვს დადებული. მან 2014 წლის 1 ივნისს ინგლისის ნაკრები დაალელოვა;
  • 2014 წელს აირჩიეს მსოფლიო ნაკრების (World XV) გუნდში და სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა;
  • რაგბი ევროპის ჩემპიონატის (ყოფილი ერთა თასის) 8-გზის გამარჯვებული (2007/2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016);
  • 2011 წლის მსოფლიო თასზე რუმინეთთან და ინგლისთან მატჩებში დასახელდა საუკეთესო მოთამაშედ;
  • 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან მატჩებში დასახელდა საუკეთესო მოთამაშედ;
  • 2015 წლის მსოფლიო თასის სიმბოლური გუნდი;
  • საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მელელოვე;
  • „ბორჯღალოსნების“ რიგებში, მერაბ კვირიკაშვილთან ერთად, ყველაზე მეტი 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული მსოფლიო თასებზე;
  • ერთადერთი მორაგბე, რომელმაც საქართველოს ნაკრების რიგებში ორჯერ მოახერხა ჰეთ-თრიკის (სამი ლელოს დადება) შესრულება;
  • საქართველოს 6-გზის (2008, 2009, 2011, 2013, 2015, 2016)  საუკეთესო მორაგბე;
  • საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი;

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა