ავსტრალიის რაგბის კავშირი ფინანსურ კრიზისშია - მაღალჩინოსნები ხელფასს იმცირებენ

ავსტრალიის რაგბის კავშირი ფინანსურ კრიზისშია - მაღალჩინოსნები ხელფასს იმცირებენ

ავსტრალიის რაგბის კავშირში სერიოზული ფინანსური კრიზისია. "რაგბი ავსტრალიის" აღმასრულებელი დირექტორი რელინი ქასლის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო მათ სერიოზული ზარალი განიცადეს და ეკონომიკური დეფიციტი 9.4 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

კორონავირუსის გამო, ყველა სარაგბო ტურნირი, მათ შორის სუპერ რაგბი გაურკვეველი დროით გადაიდო. შესაბამისად, კლუბები და ავსტრალიური რაგბის მმართველი ორგანიზაცია სატელევიზიო შემოსავლების გარეშე დარჩნენ. 

ქასლიმ განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი არსებობს - "რაგბი ავსტრალიის" უმაღლესი აღმასრულებელი გუნდის წევრებმა მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასი უნდა შეიმცირონ. ქასლი თანახმაა, რომ მან ხელფასი გაინახევროს, ხოლო დანარჩენებმა 30% უნდა მოიკლონ.

ავსტრალიის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ხელფასი წელიწადში 800 000 ავსტრალიური დოლარია - დაახლოებით 492 720 აშშ დოლარი. 

"მზად ვარ, რომ ხელფასი 50%-ით შევიმცირო, ხოლო აღმასრულებელი გუნდის წევრებმა ეს 30%-ით უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, ეს მაგალითი არის ძალიან კარგი დასაწყისი იმის გასაცნობიერებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვან საკითხთან გვაქვს საქმე.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, გარდა იმ სცენარზე მუშაობისა, რომელიც დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ვიცით, რომ მთავრობაც ცდილობს ჩვენს დახმარებას, თუმცა საჭიროა დიალოგი, რომ ვიცოდეთ, ზუსტად რა დახმარებასთან გვაქვს საქმე და როგორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ეჭვგარეშეა, რომ რთული საუბრები გვექნება", - განაცხადა ქალბატონმა ქასლიმ.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია