სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილ მორაგბეს კორონავირუსი დაუდგინდა

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილ მორაგბეს კორონავირუსი დაუდგინდა

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ვეტერან მორაგბეს დენი გერბერის კორონავირუსი დაუდგინდა.

61 წლის ვეტერანი შუამარბი "სპრინგბოკსში" 1980-1992 თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში 24 კეპი მოიხვეჭა. ის პორტ-ელიზაბედში ცხოვრობს და ამჟამად კარანტინში იმყოფება. 

"მე შოკში ვიყავი და ვერ ვიჯერებდი, რომ კორონავირუსი აღმომაჩნდა. ახლა ჩემი ოჯახის წევრებზე ვღელავ, რომლებიც პასუხს ელიან, მათაც აქვთ თუ არა ვირუსი.

არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ სად შეიძლება დავინფიცირებულიყავი. მე ვთამაშობდი გოლფს და ვმოგზაურობდი მთელს სამხრეთ აფრიკაში. ექვს თვითმფრინავში ვიჯექი და ბევრ ხალხთან მქონდა კონტაქტი. ვისთანაც კი კონტაქტი მქონდა, ყველას მოგიწოდებთ, რომ ყურადღება მიაქციოთ ინფექციის სიმპტომებს და ჩაიტაროთ ტესტირება. 

მე ვგრძობდი სხეულში ტკივილს და ამიტომაც ხუთშაბათს კორონავირუსის ტესტზე წავედი, ხოლო მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ დაინფიცირებული ვიყავი. ეს შოკი იყო. ამჟამად სახლში ვიმყოფები, ოთახში, რომლის დატოვებაც არ შემიძლია, რაც ძალზე დამრთგუნველია და ეს ძალიან მაშინებს", - უთხრა ვეტერანმა მორაგბემ The Herald-ს. 

ამ დროისთვის, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის 1170 შემთხვევაა დადასტურებული. გასულ 24 საათში 243 ადამიანი დაინფიცირდა და პირველი ლეტალური შედეგი დაფიქსირდა.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია