რუსეთის ჩემპიონატის დაწყების თარიღი შეიცვალა

რუსეთის ჩემპიონატის დაწყების თარიღი შეიცვალა

რუსეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პრემიერლიგა 24 აპრილს აღარ დაიწყება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 27 მაისამდე გადაიდება ყველა ადგილობრივი ტურნირის (პრემიერლიგა, 7-კაცა, ქვიშის და თოვლის რაგბი) დაწყება.

ოფიციალური ცნობის მიხედვით, ამ მომენტისთვის რუსეთში კორონავირუსის 840 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 3 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, ხოლო 38 ადამიანმა გამოჯანმრთელება მოახერხა. არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთში სინამდვილეში ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით დიდია, თუმცა ამის გასაჯაროება არ ხდება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის კორონავირუსის გამო, ყველა სარაგბო ტურნირი შეჩერებულია.

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე