"იუნკერები" საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებს შეუერთდნენ

"იუნკერები" საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებს შეუერთდნენ

რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ დიდი 10-ის კლუბი "იუნკერები" და მათი მფლობელი ლევან ვასაძე კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას უერთდებოდნენ (იხილეთ ბმული).

გუშინ ''იუნკერების'' წევრები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებს შეუერთდნენ. მათ გაიარეს ტრეინინგი პირადი უსაფრთხოების ნორმების შესახებ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი წერს. 

ტრეინინგის მიზანია თბილისის მერიასთან ერთად, დისტანცირების უზრუნველყოფა, თვითიზოლაციაში მყოფი, უფასო სასადილოებით მოსარგებლე, ასევე სოციალურად დაუცველი და ქრონიკული დაავადებების მქონე მარტო მცხოვრები ხანდაზმული ადამიანებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის სურსათის, ჰიგიენური საშუალებებისა და მედიკამენტების ბინაზე მიტანა. ასევე, საბავშვო ბაღების დახმარება საკვები ამანათების განაწილებასა და ბენეფიციარებისთვის მიწოდებაში.

დღე #1 სათანადო დისტანციის უზრუნველყოფა.

კლუბის წევრებმა უზრუნველყვეს სახელმწიფო პენსიის გაცემა ყოფილიყო უსაფრთხო და დისტანცირებულ პირობებში.

"ჩვენი აქტიურობა საკმარისი არ არის, ვისაც ძალა და ენერგია შესწევს შეუძლია შეუერთდეს წითელი ჯვრის ამ ინიციატივას" - წერია კლუბის განცხადებაში.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა