რაგბი ევროპის პრეზიდენტი: "ჩვენთვის პრიორიტეტული მორაგბეების ჯანმრთელობაა"

რაგბი ევროპის პრეზიდენტი: "ჩვენთვის პრიორიტეტული მორაგბეების ჯანმრთელობაა"

უკვე მოგახსენეთ, რომ "რაგბი ევროპამ" მიიღო გადაწყვეტილება და მისი ეგიდით გასამართი ყველა ტურნირი, განუსაზღვრელი ვადით გადადო.

როგორც იცით, 14 მარტს "რაგბი ევროპამ" გამოაცხადა, რომ კორონავირუსის გამო, მისი ორგანიზებით ჩასატარებელი მატჩები 15 აპრილამდე გადაიდო. ამის გამო, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის ყველა შეხვედრა, მათ შორის საქართველო - რუსეთის დაპირისპირება ჩაიშალა. ევროპაში ამჟამად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 15 აპრილამდე შეუძლებელია მოხდეს სიტუაციის დასტაბილურება და ორგანიზაციაში შემავალმა კავშირებმა შეძლონ უსაფრთხო პირობებში თამაში, რის გამოც პაუზა გაგრძელდება. 

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა "რაგბი ევროპის" პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ. 

"ჩვენ ახლა უჩვეულო, განსაკუთრებულ დროში გვიწევს ცხოვრება, რომელიც ძალიან სერიოზულად უნდა იქნას განხილული. ყველა მორაგბის და ჩვენს სპორტში ჩართული ადამიანების ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია, რის გამოც "რაგბი ევროპა" აგრძელებს თავის ეგიდით გასამართი ტურნირების გადადებას განუსაზღვრელი ვადით. 

ჩვენ არ ჩავატარებთ ტურნირებს და მატჩებს იქამდე, სანამ ამის ყველა პირობა არ იქნება. გარდა ამისა, მორაგბეებს საკმარის დროს მივცემთ იმისთვის, რომ ივარჯიშონ და შევიდნენ ფორმაში", - განაცხადა რუმინელმა მაღალჩინოსანმა.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]