რიჩი მაკქოუ: "ახლა უკეთ გამოჩნდება, თუ რას ნიშნავს რაგბი ახალ ზელანდიაში"

რიჩი მაკქოუ: "ახლა უკეთ გამოჩნდება, თუ რას ნიშნავს რაგბი ახალ ზელანდიაში"

ლეგენდარულმა რიჩი მაკქოუმ სამშაბათს Sky Sports-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარაგბო სეზონში პაუზა, რომელიც კორონავირუსითაა გამოწვეული, გრძელვადიან პერსპექტივაში სასარგებლო იქნება რაგბისთვის და უკეთ გამოჩნდება, თუ რას ნიშნავს სპორტის ეს სახეობა ახალ ზელანდიაში.

"ყველა სპორტი ერთნაირ მდგომარეობაშია და ყველას აინტერესებს, თუ რა იქნება მას შემდეგ, რაც ეს პრობლემა მოგვარდება. რა ზიანს მიაყენებს მათ ჩაშლილი ტურნირები.

ზოგჯერ გვესმის, რომ ხალხი ავადდება, რაგბის და ზოგადად სპორტის ყურების გამო. გასაოცარი ის არის, როდესაც არ გაქვს არაფერი უყურო რაიმე მნიშვნელოვანს და გასართობს. ვფიქრობ, რომ ახალ ზელანდიაში ახლა კიდევ ერთხელ გამოჩნდება თუ რამდენად მნიშვნელოვანია რაგბი.

მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი დასრულდება და რაგბი დაბრუნდება, ვფიქრობ, ხალხი აღფრთვანებული იქნება და სტადიონს დაუბრუნდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ჩვენი თამაშისთვის პოზიტიური იქნება, დაიმახსოვრეთ, როგორი მნიშვნელოვანი იქნება ეს", - თქვა მაკქოუმ, რომელსაც 2001-2015 წლებში "ოლ ბლექსში" 148 კეპი აქვს მოხვეჭილი, რაც სანაკრებო რაგბიში რეკორდია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, ყველა სარაგბო ტურნირი გადადებულია. სუპერ რაგბი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე