აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩს აანონსებს

აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩს აანონსებს

რუსულენოვანმა სარაგბო პორტალმა Rugger.info-მ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მწვრთნელთან გარი გოლდთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც ერთი მონაკვეთი განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი გულშემატკივრებისთვის.

"არწივების" ბოსი ამბობს, რომ წლის ბოლოს ანუ ნოემბრის ტესტებზე, მათ გეგმაში თბილისში სტუმრობა და საქართველოს ნაკრებთან თამაშია. გარდა ამისა, მან "ბორჯღალოსნების" მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.

- მოგწონთ თუ არა საქართველოს ნაკრების თამაში? "ბორჯღალოსნებს" იშვიათად ეთამაშებით, თუმცა დასამახსოვრებელი იყო თქვენი ბოლო მატჩი 2017 წელს, როდესაც ქართველმა ერთი ქულით იმარჯვეს. როდის გეგმავთ მათთან შემდეგ მატჩს? 

- დიახ, ჩვენ გეგმაში გვაქვს საქართველოსთან მატჩი თბილისში, მიმდინარე წლის ბოლოს. საქართველო შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია პატარა ქვეყნის ნაკრებს გადაიქცეს, სარაგბო ფლაგმანად. ვფიქრობ, რომ ქართველები მხოლოდ და მხოლოდ მოუმატებენ და გადაიქცევიან იმ ძალად, რომლის გათვალისწინებაც ყველას მოუწევს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 ნოემბერს სენტ-ეტიენში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებს. სხვა მატჩები ჯერჯერობით დადასტურებული არაა, თუმცა გაიჟღერა ფიჯისთან საშინაო ტესტ-მატჩმა და თუ "ვიკიპედიას" გადავხედავთ, მათ უწერიათ, რომ საქართველო ფიჯის 21 ნოემბერს უმასპინძლებს, თუმცა ამის შესახებ, ჯერ ოფიციალურად არ თქმულა. თუ კუნძულელებთან მატჩზე სიმართლე გამოდგა, მაშინ, ლოგიკურად, "ბორჯღალოსნების" და "არწივების" რკენა 14 ნოემბერს უნდა შედგეს. 

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე