ჩემპიონთა და ჩელენჯ თასის ფლეი ოფები გადაიდო

ჩემპიონთა და ჩელენჯ თასის ფლეი ოფები გადაიდო

ევროპულმა პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ დღეს ოფიციალურად დაადასტურა ჩემპიონთა და ჩელენჯ თასის მატჩების გადადება.

ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო. მეოთხედფინალური მატჩები 3/4/5 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა მასთან ერთად ნახევარფინალები და ფინალებიც გადაიდო. 

განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბი მონდომებულია 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე ჩამთავრებით და გეგმავს, რომ აღნიშნული შეხვედრების ჩასატარებლად სხვა თარიღები შეარჩიოს. შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩებს მარსელმა უნდა უმასპინძლოს. იმ გულშემატკივრებს რომლებსაც, უკვე შეძენილი ჰქონდათ აღნიშნულ მატჩებზე დასასწრები ბილეთები, შესაძლებლობა ექნებათ იმავე ბილეთით გადატანილ მატჩებს დაესწრონ, ან სურვილის შემთხვევაში თანხა უკან დაიბრუნონ. თუ როდის გაიმართება ჩემპიონთა და ჩელენჯ თასის ფლეი ოფის მატჩები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა