ურუგვაელი მორაგბე საქართველოს წინააღმდეგ ორი რეკორდის დამყარებას შეეცდება

ურუგვაელი მორაგბე საქართველოს წინააღმდეგ ორი რეკორდის დამყარებას შეეცდება

ფილიპე ბერჩესს ურუგვაელთა მსოფლიო თასის რეკორდამდე 3 ქულა აშორებს. ბერჩესმა, რომელიც ურუგვაელთა მგეზავია, ფიჯისთან 30:27 მოგებულ მატჩში 15 ქულის გატანა მოახერხა და 2 ქულით ჩამორჩება ერთ მსოფლიო თასზე ურუგვაელთა მხრიდან ყველაზე მეტი ქულის გამტან დიეგო აგირეს, რომელმაც 1999 წლის მსოფლიო თასზე 17 ქულა გაიტანა.

აგირემ ორ მსოფლიო თასზე 1999 და 2003 წლებში იასპარეზა, რომლებშიც ურუგვაიმ ორი გამარჯვების მოპოვება მოახერხა ესპანეთის და საქართველოს წინააღმდეგ, თავად აგირემ კი სულ 30 ქულის მოპოვება შეძლო. ეს კი ზუსტად ემთხვევა ბერჩესის ქულებს. წინა მსოფლიო თასზე ბერჩესმა 15 ქულის გატანა მოახერხა და ფიჯის წინააღმდეგ გატანილი 15 ქულის წყალობით აგირესთან ერთად 30 ქულა მოუგროვდა. შესაბამისად, საქართველოსთან ნებისმიერი ქულის გატანის შემთხვევაში ბერჩესს შანსი აქვს გახდეს, როგორც ერთ, ისე ყველა მსოფლიო თასზე ურუგვაელთა საუკეთესო მექულე.

საერთო ჯამში ბერჩესს ურუგვაის ნაკრების კვართით მსოფლიო თასებზე ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, საქართველოსთან შეხვედრა კი მისთვის მეხუთე იქნება, რაც შეეხება აგირეს, მან 1999 და 2003 წლების მსოფლიო თასებზე 7 მატჩის ჩატარება მოახერხა. 

საქართველოს და ურუგვაის ნაკრებების რკენა 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება და პირველი არხის ეთერში იხილავთ. 

კომენტარები

ავსტრალია - ახალი ზელანდია: 2014 წლის მატჩის დრამატული ბოლო 13 წუთი [VIDEO]
ქართველების "ტულონი" სასჯელს გადაურჩა
როდის გაიმართება ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" მატჩი?
სამხრეთ აფრიკული კლუბები სუპერ რაგბის დატოვებას აპირებენ
"მსოფლიო რაგბის" მმართველი: "რაგბის განახლებისთვის ვაქცინის არსებობა მნიშვნელოვანია"
ყველა დროის 10 საუკეთესო მექულე სანაკრებო რაგბიში
ახალი სეზონიდან ევროპაში სათამაშოდ გადასულ მორაგბეთა სიმბოლური თხუთმეტეული
იტალიის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს 2023 წლის ბოლომდე დაიბევა
რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს