უელსში, ცნობილ სარაგბო სტადიონზე საავადმყოფო მოეწყობა

უელსში, ცნობილ სარაგბო სტადიონზე საავადმყოფო მოეწყობა

უელსური სარაგბო კლუბი "სკარლეტსი", რომელიც გინე პრო 14-ში ასპარეზობს, აქტიურად თანამშრომლობს კარმარტენშირის მხარის საბჭოსთან და Hywel Dda University-ის ჯანმრთელობის საბჭოსთან. 

"სკარლეტსის" ხელმძღვანელობამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ მათ სტადიონზე "პარკ სკარლეტსზე", რომელიც 14800 მაყურებელს იტევს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საავადმყოფო მოეწყოს, სადაც 500 საწოლი იქნება დამონტაჟებული. 

"სკარლეტსისთვის საზოგადოება ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო და ამ უპრეცედენტო დროში ყველა ერთად უნდა ვიყოთ. 

ჯანდაცვის სამსახური და მუშაკები წარმოუდგენელ საქმეს აკეთებენ რთულ გარემოებებში და მოხარულნი ვართ, რომ შეძლებისდაგვარად მათი დახმარება შეგვიძლია.

ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის რჩევები კორონავირუსის ბრძოლის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი იმას, რომ დარჩნენ სახლში და თავიდან აიცილონ ზედმეტი მოგზაურობები", - განაცხადა "სკარლეტსის" გენერალურმა მენეჯერმა ჯონ დანიელსმა. 

ამ მომენტისთვის, უელსში კორონავირუსის 418 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 16 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. 

კომენტარები

მარადონა თუ მესი? ფედერერი თუ ნადალი? - ბოდენ ბარეტმა ფავორიტები დაასახელა
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ "ტულონი" დატოვა
"ოლ ბლექსში" ნათამაშები სამოელების ყველა დროის საუკეთესო გუნდი
სუპერ რაგბი აოთიროა: როგორ აფასებენ გუნდების საჩემპიონო შანსებს?
ოფიციალურად: საფრანგეთის ჩემპიონი ხელფასებს შეამცირებს
"კლერმონი" კაკაბაძეს, ლეიდლოუს, ტოეავას და სხვა მორაგბეებს დაემშვიდობა [VIDEO]
ფრანკ აზემა: "ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა"
დავით ზირაქაშვილის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ლელო რაგბიში [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" "კორონავირუსის თასის" იდეა უარყო
"მსოფლიო რაგბის" 10 ახალი წესი კორონავირუსის რისკის შესამცირებლად