21 წლის დენ კარტერის მაგიური დებიუტი "ოლ ბლექსში", რომელიც 17 წლის წინ შედგა [VIDEO]

21 წლის დენ კარტერის მაგიური დებიუტი "ოლ ბლექსში", რომელიც 17 წლის წინ შედგა [VIDEO]

იქამდე, სანამ კორონავირუსის გამო სარაგბო ტურნირები შეწყვეტილია, ყოველდღიურად საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ: ქართველი ლეგიონერების, კლასიკური მატჩების, საქართველოს ნაკრების შეხვედრების, მსოფლიო ვარსკვლავების, გამორჩეული ლელოების და ა.შ.

ამჯერად, სანაკრებო რაგბის ყველა დროის საუკეთესო მექულის (112 კეპი, 1598 ქულა) დენ კარტერის "ოლ ბლექსში" დებიუტს შემოგთავაზთ. მან პირველი სანაკრებო კეპი 17 წლის წინ, 2003 წლის 21 ივნისს მოიხვეჭა, რომელშიც ახალმა ზელანდიამ უელსი 55:3 გაანადგურა, ხოლო 21 წლის კარტერმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა და 20 ქულის გატანა მოახერხა. 

კარტერი ამჯერად 38 წლისაა და სარაგბო კარიერა კვლავ არ დაუსრულებია. ის იაპონური "კობელკო სტილერსის" ღირსებას იცავს და გასულ წელს ტოპ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ლეგენდარულმა ათმა ნომერმა სანაკრებო კარიერა 2015 წელს დაასრულა. ის ორჯერ გახდა მსოფლიო თასის გამარჯვებული (2011, 2015), 9-ჯერ გახდა 3 ერი/რაგბი ჩემპიონშიპის მფლობელი, "კრუსეიდერსთან" ერთად 5-ჯერ დაეუფლა სუპერ რაგბის ტიტულს, ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ერთხელ იაპონიის ჩემპიონი. 

რაც შეეხება ინდივიდუალურ ჯილდოებს, კარტერი სამჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე (2005, 2012, 2015), ორ-ორჯერ ერგო ახალი ზელანდიის და სუპერ რაგბის საუკეთესო მორაგბის წოდება, არის სუპერ რაგბის და სანაკრებო რაგბის ყველა დროის საუკეთესო მექულე. 

იხილეთ კარტერის მომენტები "ოლ ბლექსში" მისი სადებიუტო მატჩიდან.   

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა