მამუკა გორგოძის მორიგი აღიარება - მსოფლიო თასის კიდევ ერთი სიმბოლური

მამუკა გორგოძის მორიგი აღიარება - მსოფლიო თასის კიდევ ერთი სიმბოლური

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ ultimaterugby.com-მა მსოფლიო თასის სიმბოლური იმ მორაგბეებისგან შეადგინა, რომელთაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდგომ, სანაკრებო კარიერა დაასრულეს. 

გასაკვირი არაა, რომ ზემოხსენებულ საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე, რომელიც მეორე ხაზშია გამწესებული.

"მას სანაკრებო კარიერა ტურნირის დაწყებამდეც დასრულებული ჰქონდა და მსოფლიო თასის დასრულებისთანავე, საბოლოოდ წავიდა ნაკრებიდან. გორგოძე დათანხმდა ნაკრების თხოვნას და "ბორჯღალოსნებს" მათთვის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე დაემატა.

მამუკამ იაპონიაში სანაკრებო კეპების რაოდენობა 75-მდე გაზარდა. მის პერფორმანსებს 2003-დან 2019 წლამდე სიყვარულით იხსენებენ. მან განსაკუთრებით შთამბეჭდავი თამაშები 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასებზე აჩვენა. ის თამაშის ნამდვილი სიმბოლოა", - ასე ახასიათებს Ultimaterugby გორგოძეს.

2019 წელს სანაკრებო რაგბიდან წასული მოთამაშეების სიმბოლური ასეთია:

უკანა ხაზი

15. ბენ სმიტი (ახალი ზელანდია), 14. დითიეიჩ ვან დერ მერვე (კანადა), 13. რაიან კროტი (ახალი ზელანდია), 12. სონი ბილ უილიამსი (ახალი ზელანდია), 11. კენკი ფუკუოკა (იაპონია), 10. კრისტიან ლეალიიფანო (ავსტრალია), 9. უილ გენია (ავსტრალია);

შერკინება

1. ტენდაი მტავარირა (სამხრეთ აფრიკა), 2. რორი ბესტი (ირლანდია), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 4. მამუკა გორგოძე (საქართველო), 5. სებასტიენ ვაამაჰინა (საფრანგეთი), 6. ჯონ ბარკლი (შოტლანდია), 7. დევიდ პოქოქი (ავსტრალია), 8. ლუი პიკამოლი (საფრანგეთი).

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა