ესპანეთის ნაკრების ისტორიული ტესტ-მატჩი, შესაძლოა, გადაიდოს ან გაუქმდეს

ესპანეთის ნაკრების ისტორიული ტესტ-მატჩი, შესაძლოა, გადაიდოს ან გაუქმდეს

ესპანეთის ნაკრების და კლასიკ ოლ ბლექსის დაპირისპირება, რომელიც 29 მაისს გახლავთ ჩანიშნული, შესაძლოა, გადაიდოს ან სულაც გაუქმდეს.

ესპანეთის რაგბის კავშირმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ მომენტისთვის მატჩი კვლავ ძალაშია, თუმცა შემდგომი გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 15 აპრილს მოხდება. 

როგორც მოგეხსენებათ, ამ მომენტისთვის ესპანეთში კორონავირუსი მძვინვარებს და ინფექციის გამოვლინების მხრივ, მესამე ადგილი უკავია. ამ მომენტისთვის, ესპანეთში კორონავირუსით 20412 ადამიანია დაინფიცირებული, რომელთაგან 1043 გარდაიცვალა და 1588 გამოჯანმრთელდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, 2335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 212 ლეტალური შედეგი დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, 15 აპრილს შეხვედრის გადადება ან გაუქმება მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის რაგბის კავშირმა 13 მარტს ყველა შიდა პირველობა 15 აპრილამდე შეაჩერა.

კლასიკ ოლ ბლექსი წარმოადგენს ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი წევრებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელშიც ასპარეზობენ ევროპაში მოასპარეზე და ვეტერანი ახალზელანდიელი მორაგბეები. როგორც მოგეხსენებათ, "ოლ ბლექსში" მხოლოდ სუპერ რაგბიში მყოფ მოთამაშეებს იძახებენ და ლეგიონერებისთვის ნაკრების კარი დახურულია. 

ზემოხსენებული შეხვედრა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" უნდა გაიმართოს, რომელიც 68456 გულშემატკივარს იტევს. ესპანეთში შეხვედრის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს, რისი დასტურიც ის გახლავთ, რომ დაანონსებიდან პირველივე დღეს 12000 ბილეთზე მეტი გაიყიდა. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა