"იუნკერები" კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას უერთდებიან [VIDEO]

"იუნკერები" კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას უერთდებიან [VIDEO]

მთელს მსოფლიოში, კორონავირუსის გამო, კრიტიკული ვითარებაა შექმნილი. გამონაკლისი არც საქართველოა და ამ მომენტისთვის, დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები, დაიხურა კაფე-ბარები, კინოთეატრები და სხვა გასართობი დაწესებულები. სამსახურები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ და ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ გადაუდებელი საჭიროების გარდა, შინ დარჩნენ. 

ამ მომენტისთვის, საქართველოში კორონავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანა მთელი ძალებით იბრძვის იმისთვის, რომ დაავადების შეჩერება მოხერხდეს და ხელისუფლების გარდა, მოხალისეების მთელი რიგი უერთდება ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას და ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარება ქვეყანას.

ერთ-ერთი ასეთი მოხალისეა დიდი 10-ის კლუბი "იუნკერები" და მათი მფლობელი ლევან ვასაძე. კიკეთურმა კლუბმა გუშინ ფეისბუქზე განცხადება და ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"მოგესალმებით

საქართველოში შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ რაგბის კლუბი იუნკერების სახელით გავაკეთოთ მიმართვა და მოვუწოდოთ საქართელოს მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ საქარველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცები!

ჩვენი ქვეყანა ბევრ სხვა მოწინავე ქვეყნებთან შედარებით ამ რთულ ვითარებას უფრო მომზადებული შეხვდა და ჩვენ ნამდვილად უნდა ვიამაყოთ იმ საორგანიზაციო ჯგუფით და ექიმებით რომლებიც აკონტროლებენ არსებულ მდგომარეობას.

ამავდროულად პაციენტების მოსალოდნელი ზრდის გამო შესაძლებელია პრობლემა გახდეს საკარანტინო ადგილების მოწყობა, მათი მედიკამენტებითა და საკვებით მომარაგება.

ჩვენი კლუბის დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ გამოთქვა სურვილი, საჭიროების შემთხვევაში მის ხელთ არსებული რესურსით მოაწყოს საკარანტინო ზონები 200 კაცზე და უზრუნველჰყოს მათთვის მედიკამენტების და საკვების მიწოდება.

ჩვენის მხრივ ვუერთდებით მის ამ ნაბიჯს და გამოვთქვავთ მზაობას ადამიანური და ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსით დავეხმაროთ იმ საორგანიზაციო ჯგუფებს რომლებიც ჩართულია ამ საკითხში, რათა პროცესი გახდეს უფრო მართვადი და კონტროლირებადი.

მზადყოფნას გამოვთქვამთ ადამიანური და ტექნიკური(ტრანსპორტი, ფინანსები, მოხალისეები) რესურსით დავეხმაროთ ყველა იმ ორგანოს რომელიც იქნება ჩართული კარანტინის მოწყობასა და მისი საკვებით , მედიკამენტებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით მომარაგებაში.

ერთად დავეხმაროთ დაავადებულებს და უპოვარ მოხუცებს

ლარის ანგარიშის ნომერი: GE88TB7722736080100011
მიმღები: მსოფლიო საოჯახო კონგრესი 10
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ "შემოწირულობა"

#დარჩისახლში

#stopcovid19"

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა