რუსეთის რაგბის ფედერაცია კლუბებისთვის სახელფასო ლიმიტს შემოიღებს

რუსეთის რაგბის ფედერაცია კლუბებისთვის სახელფასო ლიმიტს შემოიღებს

რუსეთის რაგბის ფედერაციამ ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე, რიგ საფინანსო საკითხებზე იმსჯელა. 

დღის წესრიგში იყო:

1) კლუბებისთვის შემოღებული იქნა სახელფასო ლიმიტი, რომელიც წელს 300 მილიონი რუბლი (3 588 419 ევრო) იქნება, ხოლო 2020/2021 წლების სეზონში ეს თანხა 250 მილიონი რუბლი (2 990 349 ევრო) იქნება;

2) მოთამაშეზე თვიურად სახელფასო მინიმუმად განისაზღვრა 20 000 რუბლი (239 ევრო), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მორაგბე კონტრაქტის გაფორმებისას 22 წლის არ იყო, სახელფასო მაქსიმუმი 100 000 რუბლი (1196 ევრო) იქნება;

3) თუ მოთამაშეს ნათამაშები აქვს რუსეთის ნაკრების რიგებში ოფიციალურ შეხვედრაში (რაგბი ევროპის ან მსოფლიო რაგბის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში), მაშინ ზემოხსენებული თანხა განისაზღვრება თვეში 150 000 რუბლით (1792 ევრო);

4) თითოეული ლეგიონერის განაცხადში ყოლაზე, კლუბებისთვის გადასახადი გაიზრდება 150 000 რუბლამდე (1792 ევრო);

ყველაზე ზემოხსენებული პუნქტი განხილვის სტადიაშია და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი ქართველი მორაგბე ასპარეზობს, რომელთა შორისაც არიან ნაკრების წევრებიც: დავით კაჭარავა, მიხეილ გაჩეჩილაძე და ლაშა მალაღურაძე. 

კომენტარები

ტოპ 14-ის და პრო დ2-ის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია
გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო