ჩემპიონთა და ჩელენჯ თასის მეოთხედფინალები გადაიდო

ჩემპიონთა და ჩელენჯ თასის მეოთხედფინალები გადაიდო

ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის(EPCR) საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ფლეი ოფის მატჩები გადაიდება და 3/4/5 აპრილს აღარ გაიმართება.

მიზეზი ამჯერადაც მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსია, რის გამოც მსოფლიოში პანდემიაა გამოცხადებული. შედეგად დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეოთხედფინალური ეტაპის რვავე მატჩი გადაიდოს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბი მჭიდრო კავშირში რჩება რაგბის კავშირებთან და კლუბებთან, რათა ოპტიმალური გამოსავალი მოძებნოს 2019-2020 წლების ევროპული საკლუბო სეზონის გასაგრძელებლად. 

თუ როდის განახლდება ტურნირები ან რა გადაწყვეტილება იქნება მათ გასაგრძელებლად მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა