ლინ ჯონსი: "საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის მზად ვიყავით"

ლინ ჯონსი: "საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის მზად ვიყავით"

საქართველოს ნაკრებს 14 მარტს რაგბი ევროპის ჩემპინატის ბოლო ტურში "მიხეილ მესხზე" რუსეთისთვის ემასპინძლა. 

როგორც მოგეხსენებათ, "რაგბი ევროპის" გადაწყვეტილებით, მატჩი კორონავირუსის გამო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. 

რუსეთის რაგბის კავშირმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა "დათვების" მთავარ მწვრთნელთან ლინ ჯონსთან, რომელმაც საქართველოსთან გადადებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ მისი გუნდი მზად იყო "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის და თქვა, რომ საქართველოს დასამარცხებლად, გეგმის შემუშავებაა საჭირო. ჩვენ ინტერვიუდან სწორედ ამ მონაკვეთს გთავაზობთ.

- მზად იყავით საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ?

- დიახ. მოთამაშეები იყვნენ ძალიან აჟიტირებულები თამაშის წინ. ჩვენი გუნდი ყოველთვის ელოდება საქართველოს ნაკრებთან თამაშებს. დიახ, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოსთვის დიდი ხანია არ მოუგია. საფიქრებელია, თუ როგორ დავარღვიოთ ეს არასასურველი ტრადიცია. ამ იდეის გასახორციელებლად ჩვენ გეგმა გვჭირდება. ჩვენ არ შეგვიძლია ვაკეთოთ ერთი და იგივე და დაუსრულებლად ველოდოთ საქართველოს დამარცხებას. ისინი ჩვენთან შედარებით გაცილებით წინ არიან. ყველა საუკეთესო ქართველი მოთამაშე ასპარეზობს ძლიერ ფრანგულ კლუბებში. ჩვენ აუცილებლად უნდა დავსხდეთ და შევიმუშავოთ გეგმა, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ საქართველოს ნაკრები, რადგან ჯერჯერობით არაფერი არ იცვლება. და თუ შენ არ იცვლები, მაშინ შედეგებიც იგივე რჩება.

- თქვენ უკვე წარმოდგენა გაქვთ ამ გეგმის შესახებ თუ ეს მხოლოდდამხოლოდ იდეის დონეზეა?

- მე მხოლოდ ერთი ნაწილი ვარ ამ გეგმის. ვფიქრობ, რომ 2019 წელს როდესაც მთელი რუსული სარაგბო თემი გაერთიანდა იაპონიაში გამართული მსოფლიო თასის გარშემო, ჩვენ შეგვეძლო გვებრძოლა მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებთან. საჭიროა, რომ ახლა ამაზე ვიყოთ ფოკუზირებულები - ვიმუშაოთ ერთად, როგორც ერთმა ერმა, რადგან ერთად გადავდგათ ნაბიჯი წინ, რათა შევამციროთ საქართველოსთან ჩამორჩენა. შეხედეთ, რუსეთსა და რუმინეთს დღესდღეობით ვარდნა აქვთ, მაგრამ ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ჰოლანდია და მთელი ევროპა იყურება მომავლისკენ. ჩვენ გვჭირდება გავიგოთ, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ წავიდეთ წინ, ჩვენ გვჭირდება განვითარება.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა