გოჩა სვანიძემ რუსეთის რაგბის ფედერაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა გამართა

გოჩა სვანიძემ რუსეთის რაგბის ფედერაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა გამართა

როგორც იცით, 14 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა უნდა გამართულიყო, რომელშიც საქართველოს ნაკრებს "მიხეილ მესხზე" რუსეთისთვის უნდა ემასპინძლა.

ზემოხსენებული დაპირისპირება კორონავირუსის გამო გადაიდო, თუმცა რუსები მარტყოფში დარჩნენ და ვარჯიში განაგრძეს. 

გარდა ამისა, რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის რაგბის ფედერაციის გენერალური დირექტორი სტანისლავ დრუჟინინა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე. 

"მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაგბის პოპულარიზაცია და საერთო ტურნირების ჩატარების შესაძლებლობა. აგრეთვე, ახალგაზრდულ და საბავშვო რაგბიში კონტაქტების გაფართოვება. 

აუცილებელია ითქვას, რომ ამ ფედერაციებს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ქართველი მორაგბეები, მათ შორის ნაკრების წევრები, რუსეთის ჩემპიონატში ხშირად თამაშობენ, აგრეთვე რუსეთში აქტიურად იწვევენ ქართველ მწვრთნელებსაც. რუსული კლუბები საქართველოში ხშირად გადიან შეკრებებს, ხოლო სპეციალისტები - სტაჟირებებს", - წერს რუსეთის რაგბის კავშირი. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა