ოფიციალურად: გინეს პრო 14 შეწყდა

ოფიციალურად: გინეს პრო 14 შეწყდა

გინეს პრო 14-ის სეზონი განუსაზღვრელი ვადით შეწყდა. აღნიშნული ინფორმაცია ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

იოლი მისახვედრია, რომ მიზეზი კორონავირუსი გახლავთ, რომლის სწრაფად გავრცელების გამო უამრავი სპორტული ღონისძიება გადაიდო ან კიდევ მაყურებელთა დასწრება შეიზღუდა. 

პრო 14 საერთაშორისო ტურნირია, რომელშიც მონაწილეობას ირლანდიური, უელსური, იტალიური, შოტლანდიური და სამხრეთ აფრიკული კლუბები იღებენ. შესაბამისად, გათამაშების გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყნებიდან ქვეყნებში მოგზაურობა გარდაუვალია და ეს დამატებითი საფრთხეა. აქედან გამომდინარე, სეზონი განუსაზღვრელი ვადით შეწყდა და ტურნირის განახლებაზე მუდმივი მოლაპარაკებები იქნება. 

გეტყვით, რომ კორონავირუსი ხუთივე ზემოხსენებულ ქვეყანაში გამოვლინდა. აქედან, იტალია წითელ ზონად გამოცხადდა და მთელი ქვეყანა კარანტინშია. აპენინის ნახევარკუნძულზე ამ დროისთვის 15113 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1016 ფატალურად დასრულდა, ხოლო 1258 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დიდ ბრიტანეთში, ლაბორატორიულად 591 შემთხვევა დადასტურდა, 10 ადმიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 19. ირლანდიაში კორონავირუსით 43 ადამიანი დაინფიცირდა და 1 დაიღუპა, ხოლო სამხრეთ აფრიკაში 17 შემთხვევა გამოვლინდა. 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია