ოფიციალურად: რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი შეხვედრა გადაიდო

ოფიციალურად: რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი შეხვედრა გადაიდო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის ორი შეხვედრა გადაიდო.

საუბარია, მადრიდში გასამართ ესპანეთი - პორტუგალიის და ბოტოშანში ჩასატარებელ რუმინეთი - ბელგიის დაპირისპირებებზე. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ორივე ეს შეხვედრა უმაყურებლოდ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საბოლოო ჯამში ორივე ქვეყანაში მდგომარეობა გართულდა და გადაწყდა, რომ ამ მატჩების გადადება მოხდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ზემოხსენებული თამაშები.

ამ მომენტისთვის, ესპანეთში კორონავირუსით 3003 ადამიანია დაინფიცირებული, საიდანაც 86 შემთხვევა ფატალურად დასრულდა, ხოლო 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მაგალითისთვის, 48 საათის წინ, ესპანეთში კორონავირუსის 1622 შემთხვევა იყო დადასტურებული და როგორც ხედავთ, ორ დღეში ინფიცირებულთა რიცხვმა ორჯერ იმატა. ასევე იმატა გარდაცვლილთა რაოდენობამაც, 48 საათის წინ 35 ფატალური შედეგი იყო დაფიქსირებული.

რუმინეთში 48 ადამიანია დაავადებული. ფატალური შემთხვევა ჯერ არ ყოფილა და 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც საქართველო "მიხეილ მესხზე" რუსეთს უმასპინძლებს, უმაყურებლოდ ჩატარდება.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]