ოფიციალურად: საქართველო - რუსეთი უმაყურებლოდ ჩატარდება

ოფიციალურად: საქართველო - რუსეთი უმაყურებლოდ ჩატარდება

📷 Федерация регби России

რაგბი ევროპის მეხუთე ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის უმაყურებლოდ ჩატარდება, ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

რაგბის კავშირმა გუშინ განაცხადა, რომ შეხვედრა ჩვეულებისამებრ, მაყურებლების თანდასწრებით ჩაივლდა, თუმცა დღეს ახალი მიმართვა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ტურნირის დასკვნით მატჩი მაყურებლების გარეშე ჩაივლის, გთავაზობთ რაგბის კავშირის განცხადებას უცვლელად:

"ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის #რაგბიჩვენითამაშია 🏉" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა