ოფიციალურად: რუმინეთი - ბელგია უმაყურებლოდ ჩატარდება

ოფიციალურად: რუმინეთი - ბელგია უმაყურებლოდ ჩატარდება

📷 Federatia Romana de Rugby

14 მარტს, რაგბი ევროპის ბოლო ტურის მატჩში რუმინეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე ბელგიას უმასპინძლებს.

რუმინეთის სპორტის სამინისტროს და მთავრობის გადაწყვეტილებით ბოტოშანში გასამართი შეხვედრა მაყურებლების გარეშე გაიმართება. მიზეზი ამჯერადაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების თავიდან აცილებაა. ლიმიტირებული იქნება აგრეთვე შეხვედრაზე ჟურნალისტების დასწრებაც. გარდა ამისა, რუმინელთა გადაწყვეტილებით ყველა ასაკობრივი სარაგბო ჩემპიონატი გადაიდო. 


შეგახსენებთ, რომ უმაყურებლოდ ჩატარდება რაგბი ევროპის კიდევ ერთი მატჩი ესპანეთსა და პორტუგალიას შორის. ხოლო საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით საქართველო - რუსეთის მატჩი შეფერხებების გარეშე ჩატარდება. 

აქვე გეტყვით, რომ ბოტოშანში გასამართ მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ისინი სატურნირო ცხრილში უკანასკნელ ორ საფეხურს იკავებენ და აღნიშნული შეხედრა ბოლო ადგილოსანის ვინაობას გაარკვევს. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]