საქართველო - რუსეთის მატჩი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება

საქართველო - რუსეთის მატჩი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება

საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის გამო გაურკვეველი იყო რა ფორმატით ჩატარდებოდა 14 მარტს რაგბი ევროპის დასკვნითი ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის. როგორც იცით, იგივე მიზეზით არაერთი სპორტული ღონისძიება და სასწავლო პროცესი გადაიდო. იყო შანსი, რომ მოახლოებული შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარებულიყო.

შაბათს გასამართ მატჩს გამოეხმაურა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ შექმნილი ვითარების გათალისწინებით, ღია სივრცეზე (ღია სტადიონი) რაიმე სახის შეზღუდვის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან არ არის.

ვინც უკვე შეიძინეთ ბილეთები და აპირებთ სტადიონზე მოსვლას გთხოვთ, ყველამ ერთად გავითვალისწინოთ და დავიცვათ სახელმწიფოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული ჰიგიენური და პრევენციული რეკომენდაციები". - ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველო - რუსეთის მატჩი შაბათს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე გაიმართება.

 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა