რუსეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩისთვის ოთხი მორაგბე გამოაკლდა

რუსეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩისთვის ოთხი მორაგბე გამოაკლდა

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა იმ მოთამაშეების ვინაობა დაასახელა, რომლებსაც საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის თბილისში ვიხილავთ. 

"ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის რუსებს ოთხი მორაგბე გამოაკლდათ. ტრავმირებულნი არიან მგეზავი რამილ გაისინი, ფულბექი ნიკიტა ჩურაშოვი და ფრთა ვლადისლავ სოზონოვი. ასევე არ იქნება მარცხენა ბურჯი ვალერი მოროზოვი, რომელიც "სეილ შარქსს" დაუბრუნდა და მომდევნო ტურში საკუთარ კლუბს პრემიერშიპში დაეხმარება. 

ლინ ჯონსი თბილისში შემდეგ მორაგბეებს იახლებს:

მორკინალები

ტაგირ გაჯიევი, ვიტალი ჟივატოვი, იგორ ზიკოვი, ევგენი მატვეევი, პატრის პეკი, ვლადიმირ პოდრეზოვი ("ვევეა პადმოსკოვიე"), ევგენი ელგინი, შამილ მაგომედოვი, დენის მაშკინი ("ენისეი"), აზამატ ბიტიევი, კირილ გოტოვცევი ("კრასნი იარი"), ნიკიტა ვავილინი, ევგენი მიშეჩკინი, ალექსეი სკობიოლა ("სლავა"), ვიქტორ გრესევი ("ლოკომოტივი"), ანტონ სიჩიოვი ("მეტალურგი"), ნიკიტა ბეკოვი ("მასი", საფრანგეთი);

უკანა ხაზი

გერმან გოდალიუკი, კირილ გოლოსნიცკი, დანიილ პოტიხანოვი ("ვევეა პადმოსკოვიე"), ალექსანდრ ბუდიჩენკო, დიმიტრი გერასიმოვი, კონსტანტინ უზუნოვი, ალექსეი შერბანი ("ენისეი"), ვასილი დოროფეევი, იური კუშნარევი ("კრასნი იარი"), სტანისლავ ბონდარევი ("ყუბანი"), ვასილი არტემიევი ("ცსკა").  

"დათვები" საქართველოსთან მატჩისთვის თურქეთში ემზადებიან, საიდანაც გეზს თბილისისკენ აიღებენ.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა