ოფიციალურად: ახალ ზელანდიას მეორე ნაკრები ეყოლება

ოფიციალურად: ახალ ზელანდიას მეორე ნაკრები ეყოლება

დღეს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ 2020 წლიდან მეორე ნაკრები ეყოლებათ. 

გუნდის სახელი ოლ ბლექს XV იქნება, რომელიც შემოდგომის ტესტებისთვის შეიკრიბება და ტურნე ჩრდილო ნახევარსფეროში ექნება. კონკრეტულად კი, ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის საწყის ორ უიქენზე სამ ტესტ-მატჩს გამართავს.

ახალზელანდიური რაგბის ხელმძღვანელი ნაიჯელ კასი ამბობს, რომ ახალი გუნდი მოთამაშეებს ხელს შეუწყობს, რომ პროფესიულად განვითარდნენ და გზა გაიკაფონ მთავარი ნაკრებისკენ. 

"ოლ ბლექს XV იქნება ჩვენი რიგით მეორე ნაკრები, რომელშიც ითამაშებენ საუკეთესო ახალზელანდიელი მორაგბეები, რომლებიც მოცემული მომენტისთვის მთავარ ნაკრებში ვერ მოხვდებიან.

მოთამაშეებისთვის ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომ მიიღონ ნაკრებში თამაშის გამოცდილობა, მიეჩიონ ასეთ გარემოს და წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე, ხოლო იმ მორაგბეებს, რომლებსაც უკვე ექნებათ მთავარი ნაკრების მაისური მორგებული, ექნებათ შანსი, რომ მიიღონ მეტი სათამაშო დრო და კარგი თამაშით შეძლონ იქ დაბრუნება", - განაცხადა კასმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოლ ბლექს XV პირველ შეხვედრას ოქტომბერში, ფიჯის წინააღმდეგ კანადაში გამართავს. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა