ენდი რობინსონი: "გადამწყვეტი პირველი ტაიმის ბოლო გამოდგა"

ენდი რობინსონი: "გადამწყვეტი პირველი ტაიმის ბოლო გამოდგა"

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუსეთის ნაკრები კრასნოდარში რუმინეთს დაუხვდა და 32:25 დაამარცხა.

ამ მარცხის შემდეგ, რუმინეთი ბოლო ადგილზე დაქვეითდა და თუ ბოლო ტურში შინ ბელგიას ვერ მოუგებს, ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ალაფის გამარჯვებულთან მოუწევს თამაში.

ზემოხსენებულ მატჩზე ისაუბრა "მუხების" მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტი მონაკვეთი პირველი ტაიმის დასკვნითი ათი წუთი გამოდგა.

"რუსეთის ნაკრები თავს კარგად გრძნობდა ძალისმიერ თამაშში, რასაც ჩვენ ველოდით. საწყისი 30 წუთი თანაბარი გამოდგა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო ათი წუთი რუსეთმა მაღალ დონეზე ჩაატარა (ორი ლელო დადეს რუსებმა - ავტ.) და ეს მონაკვეთი გადამწყვეტი გამოდგა. მეტოქემ 30-ე წუთიდან ძალიან კარგად ითამაშა და მოხარული ვარ, რომ ბონუს ქულის მოპოვება შევძელით", - განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა. 

რუმინეთის და ბელგიის ნაკრების შეხვედრა 14 მარტს გაიმართება. 

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ