ნოემბრის ტესტები: საქართველოს ნაკრები ფიჯის უმასპინძლებს?

ნოემბრის ტესტები: საქართველოს ნაკრები ფიჯის უმასპინძლებს?

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ ნოემბრის ტესტებზე ფიჯის ნაკრები საქართველოში ვიხილოთ.

ერთ-ერთმა ფიჯურმა ვებგვერდმა დაწერა, რომ ფიჯი 21 ნოემბერს დიდი ალბათობით რუმინეთს ან საქართველოს ესტუმრება, ხოლო რამდენიმე საათში ვიკიპედიაში გაჩნდა ცნობა (იხილეთ ფოტო), რომლის მიხედვითაც "მფრინავი ფიჯელები" სწორედ საქართველოში ჩამოვლენ.

რომ გადავხედოთ 21 ნოემბერს გასამართ მატჩებს, აღმოვაჩენთ, რომ 6 ერის (ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია) და 4 ერის (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა) ყველა გუნდს და ასევე ტონგას, სამოას, ურუგვაის და იაპონიას მატჩები ჩანიშნული აქვთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს ამბავი უბრალო ჭორი არ გახლავთ. 

გარდა ამისა, ისიც სათქმელია, რომ ფიჯი 2012 წლის შემდეგ საქართველოში აღარ ყოფილა, დასუსტებულ რუმინეთთან თამაში კი, მათი ახალი მწვრთნელის ვერნ კოტერის გეგმებში ნაკლებად უნდა შედიოდეს. 

გეტყვით, რომ საქართველოს და ფიჯის ნაკრებებს დღემდე ერთმანეთის წინააღმდეგ 4-ჯერ უთამაშიათ: სამჯერ ფიჯელებმა იმარჯვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს "ბორჯღალოსნებმა" სუვაში 14:3 მოიგეს. უკანასკნელად ეს გუნდები 2019 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და კუნძულელებმა დიდი სხვაობით 45:10 გაიმარჯვეს. ვნახოთ, თუ გვექნება საკუთარ კედლებში რევანში აღების საშუალება...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ნოემბრის ტესტებზე ერთი შეხვედრა უკვე დადასტურებული აქვს: 7 ნოემბერს სენტ-ეტიენში საფრანგეთს შევერკინებით.

კომენტარები

მარადონა თუ მესი? ფედერერი თუ ნადალი? - ბოდენ ბარეტმა ფავორიტები დაასახელა
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ "ტულონი" დატოვა
"ოლ ბლექსში" ნათამაშები სამოელების ყველა დროის საუკეთესო გუნდი
სუპერ რაგბი აოთიროა: როგორ აფასებენ გუნდების საჩემპიონო შანსებს?
ოფიციალურად: საფრანგეთის ჩემპიონი ხელფასებს შეამცირებს
"კლერმონი" კაკაბაძეს, ლეიდლოუს, ტოეავას და სხვა მორაგბეებს დაემშვიდობა [VIDEO]
ფრანკ აზემა: "ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა"
დავით ზირაქაშვილის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ლელო რაგბიში [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" "კორონავირუსის თასის" იდეა უარყო
"მსოფლიო რაგბის" 10 ახალი წესი კორონავირუსის რისკის შესამცირებლად