დრამა კალინინგრადში: პორტუგალიას არ გაუმართლა, რუსეთი - გადარჩა [VIDEO]

დრამა კალინინგრადში: პორტუგალიას არ გაუმართლა, რუსეთი - გადარჩა [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუსეთის ნაკრები კალინინგრადში პორტუგალიას დაუხვდა და გამარჯვება უმძიმეს ბრძოლაში მოიპოვა.

რუსებმა პირველ ტაიმში მეტოქეს აჯობეს და 19:7 იმარჯვეს. ორივე გუნდმა თითო გარდასახული ლელო დადო, თუმცა მასპინძლებმა კიდევ ოთხი ჯარიმის გატანა მოახერხეს. 

მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა. სტუმრებმა ჯერ ორი ჯარიმა გაიტანეს და შვიდ ქულაში შევიდნენ, შემდეგ კი კიდესთან ახლოს არტუნეშმა ლელოს დადებაც მოახერხა, მაგრამ მახვილი კუთხიდან დარტყმული გარდასახვა გაუცუდდა. პორტუგალიას თამაშის მოგების 100%-იანი შანსი ჰქონდა, როდესაც 79-ე წუთზე მოედნის შუიდან, დაახლოებით 40 მეტრის მანძილიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ არტუნეშს სიზუსტემ უმტყუნა. სტუმრებმა დარჩენილ წამებშიც შეუტიეს და ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებაც მოახერხეს, მაგრამ მათი ბურჯის ცუდს პასს, წინ თამაში მოჰყვა და შეხვედრაც დასრულდა - 19:18.

ამრიგად, რუსეთმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო პორტუგალიას დაცვითი ბონუსი ერგო.

სატურნირო ცხრილი

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა