როგორი შემადგენლობით ითამაშებს ბელგიის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ?

როგორი შემადგენლობით ითამაშებს ბელგიის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ?

ბელგიელთა ვარჯიში "აია არენაზე" - © sportkipik

შაბათს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. საქართველოს ნაკრები ქუთაისში ბელგიის ნაკრებს დაუხვდება. ამ სტატიაში კი შევეცდებით, რომ შეძლებისდაგვარად გაგაცნოთ "შავი ეშმაკების" შემადგენლობა, რომლითაც "აია არენაზე" იასპარეზებენ.

პირველ რიგში მკითხველს უნდა ვუთხრათ, რომ ბელგიელთა შემადგენლობის შესახებ სრული ინფორმაციის მოპოვება ცოტათი რთული საქმეა: ბელგიელთა რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდს ამის შესახებ მონაცემები არ აქვს გამოტანილი და სხვადასხვა გვერდების გამოყენება მოგვიწია, თუმცა ზოგიერთი მორაგბის შესახებ გარკვეულ ცნობებს (ასაკს ან კეპებს) ვერ წავაწყდით და ამისთვის ბოდიშს გიხდით. 

ორიოდე კვირის წინ, ბელგიის ნაკრებმა სენსაცია შემოგვთავაზა და მსოფლიო თასის მონაწილე რუსეთის ნაკრები 38:12 გაანადგურა. მასპინძლებმა თამაში ცუდად დაიწყეს და ორი ლელო გაუშვეს, თუმცა შემდეგ უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს და მეორე ტაიმში მეტოქეს ოთხი უპასუხო ლელო დაუდეს. მათ ბონუსით იმარჯვეს, პირველ ტურში განცდილი მარცხის მიუხედავად, პორტუგალიასთან დაცვითი ბონუსი ჰქონდათ აღებული და შესაბამისად, 6 ქულა დაუგროვდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ამოცანის შესასრულებლად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ბელგიელთა მთავარი მიზანი ტურნირის დაწყებამდე ის გახლდათ, რომ ბოლო ადგილზე არ გასულიყვნენ და შემდეგ ალაფის გამარჯვებულთან დასარჩენი მატჩი არ ეთამაშათ. რუსეთთან მოგებით კი, მათ დიდი ალბათობით ბოლო ადგილი თავიდან აიცილეს, რადგან ამ მომენტისთვის, რუმინეთს და რუსეთს ქულა საერთოდ არ აქვთ აღებული, ერთმანეთსაც ხვდებიან და ბელგიას რომ გაუსწრონ, დარჩენილ სამ ტურში ორივეს ორი მატჩის მოგება მართებს.

როგორც ჩანს, ბელგიელები არსებულ ვითარებას თვალს უსწორებენ და იციან, რომ რუსეთთან წარმატების მიღწევის მიუხედავად, საქართველოსთან სენსაციის გახერხების შანსი არ აქვთ. ეს იმით აიხსნება, რომ მათმა მთავარმა მწვრთნელმა გუილამე აჟაკმა შემადგენლობა საფუძვლიანად გადაახალისა და ძალებს მომდევნო ტურის მატჩისთვის ინახავს, რომელშიც ისინი 7 მარტს ესპანეთს უმასპინძლებენ და წარმატების შემთხვევაში, მეორე-მესამე ადგილებისთვის შეეძლებათ ბრძოლა.

"შავი ეშმაკების" ძირითად შემადგენლობაში 10 ცვლილებაა: 7 შერკინებაში და 3 ხაზში. აჟაკის გადაწყვეტილებით, დაისვენებენ ბურჯები ალექსის კუფულო ("კოქ მოსანი, 16 კეპი), მაქსიმ ჟადო ("დიჟონი", საფრანგეთი, 16 კეპი), მეორეხაზელები გილიან ბენოი ("სურესნე", საფრანგეთი, 17 კეპი), ტომ ერენგერი ("ტრელიზაკი", საფრანგეთი, 7 კეპი), მესამეხაზელები ლუკას დე კონიკი ("მონპელიე", 2 კეპი),  ჟან მორის დეკუბერი ("კონიაკი", საფრანგეთი, 5 კეპი), ტომას დე მოლდერი ("ტიროსი", საფრანგეთი, 19 კეპი), ცხრა ნომერი, რომელმაც რუსეთთან უკაპიტნა გუნდს, ჟულიენ ბერგერი ("ნევერი", საფრანგეთი, 14 კეპი), შუამარბი გრეიგ დოუსეტი ("ბლექჰართი", ინგლისი, 12 კეპი) და ფულბექი ალან უილიამსი ("სოინიე", 53 კეპი).

პირველ კეპებს მოიხვეჭენ კრის ბოდრი, მაქსიმილიან ჰენდრიკსი და კარელ დე პაეპი. თუ გადავხედავთ მათ 23-კაციან განაცხადს, მოთამაშეები ჰყავთ ტოპ 14-ის და პრო დ2-ის ესპუარებიდან (დუბლებიდან), ფედერალ 1-დან და ფედერალ 2-დან (საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე და მეოთხე დივიზიონი) და ბელგიის ჩემპიონატიდან.

"შავი ეშმაკები" ქუთაისში შემდეგი შემადგენლობით ითამაშებენ:

უკანა ხაზი

15. სედრიკ ვიემე (20 წლის, "გრენობლის" ესპუარები, საფრანგეთი, 1 კეპი), 14. გასპარ ლალი ( 26 წლის, "ლა ალპე", 2 კეპი), 13. ლუი დე მოფარტი (25 წლის, "ლა ულპე", 6 კეპი), 12. გუილამე პირონი (27 წლის, "ბლანიაკი", საფრანგეთი, 20 კეპი), 11. ტომას ვალრაფი (22 წლის, "ნევერის" ესპუარები, საფრანგეთი, 11 კეპი), 10. ანტუან ვაზარი (35 წლის, "ლა ალპე", 2 კეპი), 9. ტომ კოქუ (23 წლის, "შარტე", საფრანგეთი, 14 კეპი);

შერკინება

1. რომან პინტე (28 წლის, "ოტინიე", 11 კეპი), ტომას დიენსტი (33 წლის, "ბლაისი", საფრანგეთი, 52 კეპი), 3. ბრუნო ვლიეგენი (18 წლის, "კლერმონის" ესპუარები, საფრანგეთი, 1 კეპი), 4. ბერტრან ბილი (33 წლის, "სოინიე", 18 კეპი), 5. კრის ბოდრი ("კიტურო", 0 კეპი), 6. დაზი კორნე ("ლე კრუსო", საფრანგეთი, 1 კეპი), 7. რომან ონონი (""ოტინიე", 1 კეპი), 8. ამინ ამზაუი (23 წლის, "შარტე", საფრანგეთი, 9 კეპი) ;

მარქაფა

16. მარტინ ჟესენი (21 წლის, "კარკასონის" ესპუარები, საფრანგეთი, 0 კეპი), 17. რემი დე ვოლფი ("ბანიერე", საფრანგეთი), 18. მაქსიმილიენ ჰენდრიკსი ("ბუატსფორტი"), 19. კარელ დე პაეპი ("უდენაარდი", 0 კეპი), 20. გოტიე პეტი ("დანდალკი", ირლანდია), 21. ფლორიან პირონი (28 წლის, "კატალანი", საფრანგეთი, 4 კეპი), 22. რაიან გოდსმარკი (27 წლის, "ლა ალპე", 1 კეპი), 23. აირტონ სტაინერი ("ვატერლო" - *ბურჯის პოზიცია);  

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა