ინგლისი ამერიკის ბონუსით დამარცხებას გადახალისებული შემადგენლობით გეგმავს [პრევიუ]

ინგლისი ამერიკის ბონუსით დამარცხებას გადახალისებული შემადგენლობით გეგმავს [პრევიუ]

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ინგლისის ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებს კობეში დაუპირისპირდება. ინგლისელები მეორე შეხვედრას გამართავენ, ხოლო ამერიკელებს წინა ტურში დასვენება მოუწიათ და საქმეში ახლა ჩაერთვებიან.

ინგლისი

"წითელ ვარდებს" პირველ ტურში საუკეთესო თამაში ნამდვილად არ უჩვენებიათ. მეტიც, საკმაოდ ბევრი შეცდომაც დაუშვეს, თუმცა კლასის ხარჯზე ტონგა მაინც საკმაოდ იოლად 35:3 დაამარცხეს და ბონუსი აიღეს.

ედი ჯონსმა კარგად იცის, რომ ჯგუფის გადამწყვეტი მატჩები მესამე და მეოთხე ტურში, შესაბამისად არგენტინასთან და საფრანგეთთან ელით. ამიტომაც, პირველ ტურში ოპტიმალური შემადგენლობით ათამაშა გუნდი და ერთგვარად გაახურა რთულ მატჩებამდე, ხოლო აშშ-ის წინააღმდეგ უკვე დასვენების საშუალებას აძლევს და რეზერვის მოთამაშეებს გამოცდის.

ინგლისელთა სასტარტო თხუთმეტეულში ათი ცვლილება განხორციელდა, ხუთი შერკინებაში და ამდენივე უკანახაზში. შერკინებაში ადგილი ძირითადში შეინარჩუნეს ჯო მარლერმა, ტომ ქარიმ და ბილი ვუნიპოლამ, ხოლო ხაზში კვლავ თავიდანვე იწყებენ ჯორჯ ფორდი და ელიოტ დეილი. ტრავმები მოიშუშეს ჯო კოკანასიგამ, რომელიც სასტარტოშია და მარკ უილსონმა, რომელსაც მეორე ტაიმში ვიხილავთ. კვლავ ტრავმირებულია მაკო ვუნიპოლა.

ერთი სიტყვით, ჯონსმა შემადგენლობა გვარიანად გადაახალისა და გარკვეულ ექსპერიმენტებსაც მიმართავს, თუმცა ეს თხუთმეტეულიც უძლიერესია და რასაკვირველია, ინგლისის მიზანი მხოლოდ ბონუსით გამარჯვებაა. თადარიგშია გუნდის კაპიტანი ოუენ ფარელი და შესაბამისად, გუნდს ამ მატჩში ჯორჯ ფორდი გაუძღვება.

შემადგენლობა

უკანა ხაზი

15. ელიოტ დეილი, 14. რუარიდ მაკქონოჩი, 13. ჯონათან ჯოზეფი, 12. პიერს ფრანცისი, 11. ჯო კოკანასიგა, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ვილი ჰეინცი;

შერკინება

1. ჯო მარლერი, 2. ლუკ ქოუან-დიქი, 3. დენ კოული, 4. ჯორჯ კრუისი, 5. ჯო ლონჩბრი, 6. ტომ ქარი, 7. ლუის ლადლემი, 8. ბილი ვუნიპოლა;

მარქაფა

16. ჯეკ სინგლეტონი, 17. ელის გენჯი, 18. კაილ სინქლერი, 19. ქორთნი ლოუსი, 20. მარკ უილსონი, 21. ბენ იანგსი, 22. ოუენ ფარელი, 23. ენტონი უოტსონი;

აშშ

"არწივები" მსოფლიო თასს ჯგუფის ყველაზე ძლიერ გუნდთან თამაშით იწყებენ. მათი მიზანი ტონგის ნაკრების დამარცხებაა, დანარჩენი კი უკვე ბონუსი იქნება.

ამერიკელებს კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც პროგრესირებს, რისი დასტურიც 2018 წლის ზაფხულში შინ შოტლანდიასთან გამარჯვება გახლავთ. 

მათ 2019 წლის წყნარი ოკეანის თასზე სამოას (13:10) და კანადას (47:19) სძლიეს, ბოლო ტურში კი იაპონიასთან 20:34 დამარცხდნენ და ტიტული აზიელებს დაუთმეს. შემდეგ გასახურებელ მატჩში კვლავ კანადას მოუგეს 20:15 და იაპონიაში კარგი განწყობით გაემგზავრნენ.

ამერიკელთა შემადგენლობას რომ გადავხედოთ, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დაგვრჩება, რადგან მათ არაერთი მოთამაშე ჰყავთ ძლიერ ჩემპიონატებში, განსაკუთრებით კი პრემიერშიპში. ტიტი სამოსიტელე "სარასენსის" ღირსებას იცავს, ჯო ტაუფეტე'ე "ვუსტერ უორიორსში" ირჯება, ეიჯეი მაკგინთი "სეილ შარქსის" მგეზავია, გრეგ პეტერსონი "ნიუკასლ ფალკონსში" ასპარეზობს, ბრაის კემპბელი "ლონდონ აირიშში", ასევე ჰყავთ 19 წლის "ტულუზის" ბურჯი დევიდ აინუ'უ და სხვა არაერთი კარგი მოთამაშე.

სენსაცია ამ მატჩში ფაქტობრივად გამორიცხულია, თუმცა ამერიკის სიმპათიური ნაკრებისგან ღირსეული და კარგი თამაშის მოლოდინში ვართ. 

შემადგენლობა

უკანა ხაზი

15. უინ ჰული, 14. ბლენ სქალი (კაპ.), 13. მარსელ ბრეჩი, 12. პოლ ლასიკე, 11. მარტინ იოსეფო, 10. ეიჯეი მაკგინთი, 9. შონ დევისი;

შერკინება

1. დევიდ აინუ'უ, 2. ჯო ტაუფეტე'ე, 3. ტიტი ლამოსიტელე, 4. ბენ ლენდრი, 5. ნიკ ჩივეტა, 6. ტონი ლემბორნი, 7. ჯონ ქუილი, 8. სემ დოლანი;

მარქაფა

16. დილან ფოუსითი, 17. ოლივე კილიფი, 18. პოლ მულენი, 19. გრეგ პეტერსონი, 20. ჰანკო გერმიშუისი, 21. რუბენ დე ჰაასი, 22. ბრაის კემპბელი, 23. მაიკ ტეო;

ურთიერთშეხვედრები

ამ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ და ხუთივე შემთხვევაში ინგლისმა იმარჯვა. ქულების სხვაობა ასეთია: 253-52.

მსაჯები

მატჩს ავსტრალიელი ნიკ ბერი გაუძღვება, რომელსაც კიდეებიდან ახალზელანდიელი პოლ უილიამსი და არგენტინელი ფედერიკო ანსელმი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ახალზელანდიელი ბენ სქინი იქნება.

სად ვუყუროთ?

შეხვედრა თბილისის დროით 14:45 საათზე დაიწყება და პირველი არხის პირდაპირ ეთერში იხილავთ. 

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ