საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ქართველ თანატოლებთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა

საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ქართველ თანატოლებთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა

საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ქართველ თანატოლებთან ორმატჩიანი სერიისთვის მზადებას იწყებს. შერჩეული იქნა 26 მორაგბე, რომლებიც 26 თებერვალს და 1 მარტს გასამართი შეხვედრებისთვის მოემზადებიან.

"ეს მატჩები წარმოადგენს ჩვენი ზოგადი გეგმის ნაწილს, რომლის მიზანია ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეების, 2000-2002 წელს დაბადებული მორაგბეების გამოცდა და განვითარებაა. 20-წლამდელთა 6 ერის დასრულების შემდეგ, გვინდა ზუსტი წარმოდგენა გვქონდეს იმ მოთამაშეების შესახებ, რომლებსაც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის განვიხილავთ და გავაგრძელოთ მათზე დაკვირდება აპრილში გასამართ ბრიტანულ ტურზე, როდესაც შოტლანდიას და ირლანდიას ვეთამაშებით", - განაცხადა უმცროსი "ლე ბლეს" მენეჯერმა ჟან-მარკ ბედერედმა.

საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები 21 თებერვალს და 6 მარტს ახალგაზრდულ 6 ერში ითამაშებენ. შესაბამისად, საქართველოსთან მატჩში სხვა მოთამაშეები იასპარეზებენ და უფრო განვითარებად ნაკრებად შეგვიძლია მოვიხსენიოთ, თუმცა გამოძახებული 26 მოთამაშიდან 23 ტოპ 14-ის, ხოლო 3 პრო დ2-ის კლუბების ესპუარებში ირიცხებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი მოიყრის თავს.

ფრანგების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

შერკინება

ენცო ბაჟიანი ("ბორდო"), დანიელ ბიბი ვიზუ ("კლერმონი"), ჟულიენ ბროსე ("ბორდო"), პიერ კოლონა ("კასტრი"), ბატისტ ერდოსიო ("ბიარიცი"), მატიას ალაგაუ ("ტულონი"), უგო ერმე ("კასტრი"), კომ ჟუზე ("სტდ ფრანსე"), პიერ ჟუტჟე ("სტად ფრანსე"), იან ლგანი ("ბორდო"), მატეო ლე კორვე ("ტულონი"), სამუელ მაქსიმი ("მონპელიე"), ვალენტინ მორო ("პერპინიანი"), კევინ ნოა ("კლერმონი"), ტომა პლოიე ("ლა როშელი");

უკანა ხაზი

ტომა კაროლი ("ლა როშელი"), მაქსენს დარტუ ("ბრივი"), ტეო იდჯელიდენე ("ტულუზი"), ნელსონ ეპი ("ტულუზი"), გაბინ მიშე ("კლერმონი"), ალფრედ პარისიე ("ლიონი"), კალუმ რანდლი ("მონპელიე"), ედგარ რეტიე ("ტულუზი"), მაქს სპრინგი ("რასინგ 92"), ემანუელ ვაიტულუკინა ("პერპინიანი"), უგო ზაბალზა ("ბაიონი").

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები უკანასკნელი ორი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]