მსოფლიო თასზე გამარჯვება 16-წლიანი ლოდინის შემდეგ: ურუგვაელებს ბოლოს საქართველო ჰყავდათ დამარცხებული [VIDEO]

მსოფლიო თასზე გამარჯვება 16-წლიანი ლოდინის შემდეგ: ურუგვაელებს ბოლოს საქართველო ჰყავდათ დამარცხებული [VIDEO]

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო თასზე დიდი სენსაცია შემოგვთავაზა და ფიჯი 30:27 დაამარცხა.

"ლოს ტეროსი" მსოფლიო თასებზე მეოთხედ ასპარეზობს. მათ აქამდე პლანეტის პირველობაზე გასვლა 1999, 2003 და 2015 წლებში მოახერხეს. საინტერესოა, რომ ურუგვაის ფიჯისთან მატჩამდე, მსოფლიო თასზე უკანასკნელად მოგებული 2003 წლის 28 ოქტომბერს სიდნეიში ჰქონდა და მათ ამის გაკეთება საქართველოსთან მოახერხეს.

მაშინ საქართველომ პირველად ითამაშა მსოფლიო თასზე და ყველა მატჩი წააგო. "პრანწიებმა" ზემოხსენებული შეხვედრა 24:12 მოიგეს. ქართველთაგან მერაბ კვირიკაშვილმა სამი, ხოლო მალხაზ ურჯუკაშვილმა ერთი ჯარიმა გაიტანა, სამხრეთ ამერიკელებმა კი სამი გარდასახული ლელო და ჯარიმა გაგვიტანეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ურუგვაის ნაკრებები ერთმანეთს 29 სექტემბერს შეერკინებიან და შეხვედრა თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება. 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია