ოფიციალურად: ავსტრალია ზაფხულის ტესტებზე ფიჯის უმასპინძლებს

ოფიციალურად: ავსტრალია ზაფხულის ტესტებზე ფიჯის უმასპინძლებს

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულის ტესტებზე ავსტრალიის ნაკრები ფიჯის უმასპინძლებს.

ეს ინფორმაცია არაოფიციალურ დონეზე დაახლოებით ორი თვის წინ გავრცელდა, თუმცა საბოლოო დეტალები ახლაღა გახდა ცნობილი. შეხვედრა 18 ივლისს ჩრდილოეთ ქუინსლენდში, კონკრეტულად კი ქალაქ თაუნზვილში, "ვილოუს სპორტს კომპლექსზე" გაიმართება, რომელიც 26500 გულშემატკივარს იტევს. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ქუინსლენდში უკანასკნელად რაგბის კავშირის საერთაშორისო შეხვედრა 2003 წელს ჩატარდა, როდესაც მსოფლიო თასზე ფიჯიმ იაპონია 41:13 დაამარცხა.

სამაგიეროდ, ეს სტადიონი უფრო ხშირად მასპინძლობს რაგბის ლიგის მატჩებს: 2017 წელს მსოფლიო თასის სამ მატჩს უმასპინძლა, ხოლო 2012 წელს ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ნაკრებების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 26497 მაყურებელი დაესწრო.

გეტყვით, რომ ავსტრალიას და ფიჯის ერთმანეთის წინააღმდეგ 22-ჯერ უთამაშიათ: 19-ჯერ "ვოლაბებმა" იმარჯვეს, 2-ჯერ "მფრინავმა ფიჯელებმა" და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. აქედან 16 შეხვედრა ავსტრალიაში ჩატარდა და მასპინძლებს 13 გამარჯვება დარჩათ, 2 შემთხვევაში სტუმრებმა მოახერხეს მოგება და ერთხელ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. სამ-სამი მატჩი გაიმართა ფიჯიში და ნეიტრალურ ადგილას, ყველა ეს თამაში ავსტრალიელთა გამარჯვებით დასრულდა. 

უკანასკნელად ამ გუნდების გზები 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. საპოროში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ფიჯის გამარჯვებით 14:12 დასრულდა, თუმცა დასკვნით 30 წუთში "ვოლაბებმა" დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 39:21 იმარჯვეს.

ცნობისთვის, ავსტრალია 4 და 11 ივლისს ირლანდიას უმასპინძლებს. ჯერჯერობით უცნობია, ფიჯის დანარჩენი მეტოქეების ვინაობა. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს