ხუან გამინარა: "ეს ისეთი მომენტია, რომელიც გინდა, რომ არასოდეს დასრულდეს"

ხუან გამინარა: "ეს ისეთი მომენტია, რომელიც გინდა, რომ არასოდეს დასრულდეს"

ურუგვაელთა კაპიტანმა ხუან გამინარამ ფიჯისთან 30:27 ისტორიული გამარჯვების შემდეგ მატჩი შეაფასა.

"ძალიან ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ჩვენ არ ვართ ყველაზე დიდები და ყველაზე მაღლები, თუმცა ჩვენ შევძელით გამარჯვება, ამისთვის დიდი ხანია ვემზადებით და ვამაყობ ჩემი ქვეყნით. 

ამ გამარჯვებისთვის მას შემდეგ ვემზადებით, რაც მსოფლიო თასზე კვალიფიკაცია მოვახერხეთ. ჩვენ გარანტირებულად არაფერი მიგვიღია, პირველ რიგში გვიწევს მსოფლიო თასზე მოხვედრა, შემდეგ კი აქ თავის წარმოჩენა. შესაბამისად, როდესაც მსოფლიო თასზე გავედით, იმის შემდეგ ამ მატჩზე ვფიქრობთ და დღეს თქვენ იხილეთ ჩვენი თავდადება. ძალიან დიდ სიამაყეს ვგრძნობ, მადლობა აქ შეკრებილ გულშემატკივრებს, რომლებიც ადრიანად მოვიდნენ რომ მატჩი ენახათ, მადლობა, რომ ჩვენი სჯეროდათ. მადლობა აგრეთვე ამ მშვენიერ ქალაქს, ჩვენთვის დიდი პატივია აქ თამაში. ეს ისეთი მომენტია, რომელიც გინდა რომ არასოდეს დასრულდეს".
 

შეგახსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრები 29 სექტემბერს საქართველოს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ავსტრალია - ახალი ზელანდია: 2014 წლის მატჩის დრამატული ბოლო 13 წუთი [VIDEO]
ქართველების "ტულონი" სასჯელს გადაურჩა
როდის გაიმართება ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" მატჩი?
სამხრეთ აფრიკული კლუბები სუპერ რაგბის დატოვებას აპირებენ
"მსოფლიო რაგბის" მმართველი: "რაგბის განახლებისთვის ვაქცინის არსებობა მნიშვნელოვანია"
ყველა დროის 10 საუკეთესო მექულე სანაკრებო რაგბიში
ახალი სეზონიდან ევროპაში სათამაშოდ გადასულ მორაგბეთა სიმბოლური თხუთმეტეული
იტალიის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს 2023 წლის ბოლომდე დაიბევა
რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს