ავსტრალიური რაგბის ლეგენდები კარიერას ამერიკაში განაგრძობენ

ავსტრალიური რაგბის ლეგენდები კარიერას ამერიკაში განაგრძობენ

ამერიკის მეიჯორ ლიგაში ვეტერანი ვარსკვლავების გადასვლის პროცესი გრძელდება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიური რაგბის ლეგენდები, უკანახაზელები დრიუ მიტჩელი და ადამ ეშლი კუპერი კარიერას აშშ-ში განაგრძობენ.

35 წლის მიჩელი, რომელიც "ვოლაბების" კვართით 2005-2016 წლებში თამაშობდა, 71 მატჩში და 34 ლელოს ავტორი გახდა, "რაგბი იუნაიტედ ნიუ იორკში" ითამაშებს, სადაც მისი გუნდელი ინგლისის ნაკრების ყოფილი ფულბექი ბენ ბოდენი (2009-2013 წლები, 34 კეპი, 7 ლელო) და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი შუამარბი მატიო ბასტარო იქნებიან (2009-2019 წლები, 54 კეპი, 5 ლელო). 

ადამ ეშლი-კუპერიც 35 წლისაა. მას ავსტრალიის ნაკრებში 121 კეპი აქვს მოხვეჭილი, 40 ლელოს დადება მოახერხა და ოთხ მსოფლიო თასზე ითამაშა (2007, 2011, 2015, 2019). ეშლი-კუპერი "ოსტინ ჯილგრონისში" ითამაშებს, რომელიც ტეხასის გუნდია. 

ზემოხსენებული მორაგბეების გარდა, ამერიკის ჩემპიონატში წელს ითამაშებენ: ლეგენდარული სამხრეთ აფრიკელი ბურჯი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ტენდაი "ბისტ" მტავარირა ("ვაშინგტონი"),  "ოლ ბლექსის" ლეგენდა, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი მა'ა ნონუ ("სან დიეგო"), ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მორაგბე (39 კეპი, 14 ლელო) დიგბი იოანი ("კოლორადო"), "ოლ ბლექსში" 6-ჯერ ნათამაშები რენე რანგელი ("კოლორადო"), ტონგის ნაკრების მგეზავი კურტ მორათი,  რომელმაც განვლილ მსოფლიოზეც ითამაშა ("ოსტინ ჯილგრონი") და არგენტინული რაგბის ლეგენდა ხუან მანუელ ლეგისამონი, რომელსაც ოთხ მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები ("სიეტლი სივულვზი"). 

როგორც იწერება, ეს ყველაფერი დასასრული არ არის და შესაძლოა, 2021 წელს ამერიკაში ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი კრის რობშოუ და ირლანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბე საიმონ ზიბო ვიხილოთ. 

გეტყვით, რომ ამერიკის ჩემპიონატი სტარტს 8 თებერვალს აიღებს. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს