ქართველი მორაგბეების სტატისტიკა უელსთან მატჩში

ქართველი მორაგბეების სტატისტიკა უელსთან მატჩში

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო 43:14 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარეს, ოთხი უპასუხო ლელო და ჯარიმა მიიიღეს და შესაბამისად, 29:0 წააგეს, ხოლო მეორე ტაიმში გაცილებით კარგად ითამაშეს და გუნდებმა ორ-ორი გარდასახული ლელო გაიტანეს, ანუ მეორე ნახევარი ფრედ 14:14 დასრულდა.

საინტერესოა, თუ როგორ გამოიყურება საქართველოს ნაკრების მორაგბეების სტატისტიკა აღნიშნულ მატჩში.

ყველაზე მეტი  41 მეტრი სოსო მათიაშვილმა მოიგო, 33 მეტრი გაიარა ბექა გორგაძემ, 32 მირიან მოდებაძემ, ხოლო გიორგი კვესელაძემ - 29. 

11-ჯერ წაიღო ბურთი სოსო მათიაშვილმა, 10-ჯერ ბექა გორგაძემ, ხოლო 9-ჯერ შალვა მამუკაშვილმა.

დაცვის ხაზის გაჭრა თითოჯერ მოახერხეს მირიან მოდებაძემ, გიორგი კვესელაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ბექა გორგაძემ და გურამ გოგიჩაშვილმა. 

სამ-სამი მცველი გააბითურეს ბექა გორგაძემ, გიორგი კვესელაძემ და გელა აფრასიძემ.

ვასილ ლობჟანიძემ 36 პასი და 4 ოფლოუდი გაახერხა, გელა აფრასიძემ კი 10 პასი და 2 ოფლოუდი, თედო აბჟანდაძის მონაგარში 14 გადაცემაა. 

12 ბოჭვა გააკეთა დავით კაჭარავამ, ხოლო 11-11 ბექა გორგაძემ და გიორგი თხილაიშვილმა. 

თითოჯერ დაჯარიმდნენ თედო აბჟანდაძე, ბექა გიგაშვილი, გიორგი ნემსაძე, მამუკა გორგოძე, ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა.

ბურთი 3-ჯერ მოღლიტა ლევან ჩილაჩავამ, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგია. ამ მხრივ ორჯერ გამოიჩინა თავი გიორგი კვესელაძემ.

იხილეთ სრული სტატისტიკა:

ქულები

შეტევა

დაცვა

დისციპლინა

იხილეთ ტერმინების განმარტება:

CB - ხაზის გაჭრა, CG- გარდასახვა, DB - მცველი გაბითურება, DGC- არეკნი, LW - აუტის მოგება, MR - მეტრების მოგება, MT - გაფუჭებული ბოჭვა, O - ოფლოუდი, P  პასი- , PC - დაჯარმება , PG - ჯარიმის გატანა , PTS - ქულა, RC - წითელი ბარათი , R - ბურთის წაღება, T - ბოჭვა , T - ლელო, TA - სალელოვე პასი, TC - ბურთის დაკარგვა, YC - ყვითელი ბარათი.  

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე