მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

უკვე გითხარით, რომ "მსოფლიო რაგბიმ" 2020 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფების განაწილების პრინციპი ოფიციალურად შეცვალა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უფრო რთულ ჯგუფში აღმოჩნდა, ვიდრე ძველი განაწილების მიხედვით იქნებოდა. 

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები B ჯგუფში ითამაშებს და მისი მეტოქეები ახალი ზელანდია, ავსტრალია და უელსი იქნებიან.

ტურნირი იტალიაში 28 ივნისს დაიწყება და 18 ივლისამდე გაგრძელდება, ხოლო მასპინძელი ქალაქები კალვიზანო, ვერონა, ვიადანა და პარმა იქნებიან.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პირველ შეხვედრას 28 ივნისს, ქალაქ ვერონაში ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. "უმცროსი ბორჯღალოსნები" მეორე ტურშიც ვერონაში ითამაშებენ და 3 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე უელსს შეერკინებიან, ხოლო 8 ივლისს ქალაქ ვიადანაში 18 საათზე ახალ ზელანდიას ვეთამაშებით. 

პლეი-ოფების მატჩები 13 და 18 ივლისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ტურნირზე, გუნდები მატჩიდან მატჩამდე, ოთხის ნაცვლად, ხუთი დღე დაისვენებენ. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა