შალვა მამუკაშვილი "ტულონში"?

შალვა მამუკაშვილი "ტულონში"?

ჩელენჯ თასის მეხუთე ტურის მატჩში "სკარლეტსის" წინააღმდეგ სერიოზული ტრავმა მიიღო "ტულონის" კვაჭმა ანტონი ეტრილარდმა, რომელიც თავის გუნდს მინიმუმ 3 თვე ვერ დაეხმარება. კოჭის ტრავმა მიიღო ტულონელთა კიდევ ერთმა კვაჭმა ბასტიან სურიმ.

Midi Olympique-ს ინფორმაციით "ტულონი" აქტიურად ეძებს სამედიცინო ჯოკერს. როგორც ფრანგული გამოცემა იუწყება ამჟამად ორი ვარიანტი განიხილება, ერთია საქართველოს ნაკრების 29 წლის კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ხოლო მეორე 35 წლის ვეტერანი იტალიელი ლეონარდო გირალდინი. 

შეგახსენებთ, რომ მამუკაშვილი "ტულონის" სამედიცინო ჯოკერი ერთხელ უკვე იყო. შალვა ფრანგულ კლუბს 2017 წელს ჟან-შარლ ორიოლის ტრავმის გამო დაემატა და 3 თვის განმავლობაში ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა