საშინელი პირველი ტაიმი და კარგი მეორე ნახევარი: უელსმა საქართველო დაამარცხა

საშინელი პირველი ტაიმი და კარგი მეორე ნახევარი: უელსმა საქართველო დაამარცხა

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო დაამარცხა.

უელსმა პირველ ნახევარში ძალიან გვაჯობა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. "დრაკონებმა" საწყის 20 წუთში სამჯერ დაგვალელოვეს, ბოლო წუთზე კი მეოთხე ლელოც დაგვიდეს და ბონუსიც აიღეს, დენ ბიგარმა სამი გარდასახვა გაიტანა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კარგად ჩაატარა და ორი ლელოს გატანა მოახერხა. 42-ე წუთზე მოლიდან შალვა მამუკაშვილმა დადო ლელო, ხოლო 68-ე წუთზე თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა. ორივე გარდასახვა თედო აბჟანდაძემ გაიტანა. უელსელებმაც ორი გარდასახული ლელო დადეს და შეხვედრა 43:14 დასრულდა.

ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფს უელსი და ავსტრალია 5 ქულით ლიდერობენ, ხოლო ფიჯის და საქართველოს 0 ქულა აქვთ. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა