ლუკ პირსი, რომელიც უელსშია დაბადებული, საქართველო - უელსის მატჩში იმსაჯებს

ლუკ პირსი, რომელიც უელსშია დაბადებული, საქართველო - უელსის მატჩში იმსაჯებს

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართება, სადაც ერთმანეთს საქართველოს და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

შეხვედრას 31 წლის ინგლისელი ლუკ პირსი იმსაჯებს, რომელსაც კიდეებიდან ახალ ზელანდიელი ბენ ო'კიფი და ინგლისელი მეთიუ ქარლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ასევე ინგლისელი როუან კითია.

საინტერესო ის გახლავთ, რომ მთავარი მსაჯი ლუკ პირსი ინგლისის სახელით კი მსაჯობს, თუმცა დაბადებული უელსში, კონკრეტულად კი პატარა ქალაქ პონტიპულში გახლავთ, სადაც მოსახლეობა 36000 ადამიანს შეადგენს. მართალია, პირსი მცირეწლოვანი იყო, როდესაც საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, თუმცა ის თავის ფესვებს არ ივიწყებდა და უელსის 16-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო, ხოლო შემდეგ მოთამაშის კარიერას შეეშვა და მსაჯობა დაიწყო.

პირსი, რომელმაც უმაღლეს დონეზე მსაჯობა 2011 წელს დაიწყო და პრემიეშიპში იმსაჯა, არ მალავს, რომ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მორაგბე ნილ ჯენკინსია, რომელიც უელსის ნაკრებში 1991-2002 წლებში თამაშობდა და "დრაკონების" ყველა დროის საუკეთესო მექულეა  1049 ქულით.

მან საერთაშორისო დონეზე პირველად 2013 წელს იმსაჯა, ხოლო 23 სექტემბერს მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება.

"ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი, როდესაც მსოფლიო თასზე სამსაჯოდ შემარჩიეს. როდესაც ეს ამბავი გავიგე, პირველ რიგში ჩემს ცოლს დავურეკე, ხოლო შემდეგ მამაჩემს გავაგებინე და ყველაფერი მოვუყევი", - ამბობს პირსი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკა - კანადას და ახალი ზელანდია - იტალიას იმსაჯებს.

მისთვის უცხო არცერთი ნაკრებია. 2018 წლის 24 ნოემბერს უელსმა შინ სამხრეთ აფრიკა 20:11 დაამარცხა და სწორედ პირსი იყო მთავარი მსაჯი, ხოლო 2017 წლის 24 ივნისს არგენტინის და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება განსაჯა, რომელშიც "პუმებმა" 45:29 იმარჯვეს. 

უელსი - საქართველოს მატჩი ტოიოტაში ორშაბათს თბილისის დროით 14:15 საათზე გაიმართება და პირველი არხის ეთერში იხილავთ.

კომენტარები

სვანიძე: "6 ერში ბილეთებიდან მილიონ ევროს და მეტს შოულობენ, ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში - 150000 ლარს"
გოჩა სვანიძემ რუსეთთან და სამხრეთ აფრიკასთან გადადებულ მატჩებზე ისაუბრა
ტოპ 14: ყველა ქართული სატრანსფერო სიახლე და სხვა ამბები, რომლებიც 2 ივნისისთვისაა ცნობილი
ინგლისური კლუბი ვასილ ლობჟანიძეს რის ვების ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს
დავით ზირაქაშვილის მასტერკლასი ინგლისის ნაკრების და ლომების ბურჯს [VIDEO]
"სუპერ რაგბი აოთიროა" ინოვაციური წესებით გაიმართება
ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული