ისრაელ ფოლაუ ახალ ქვეყანას და გუნდს დაუკავშირეს

ისრაელ ფოლაუ ახალ ქვეყანას და გუნდს დაუკავშირეს

ავსტრალიის ნაკრების და "ვორათასის" ყოფილი მორაგბე ისრაელ ფოლაუ, შესაძლოა, აშშ-ში ვიხილოთ.

კონკრეტულად კი საუბარია, რაგბის ლიგის ფრენჩაიზზე "ნიუ იორკ ნაითსზე", რომელიც ბრიტანულ ტურნირს შეუერთდება. კლუბის წარმომადგენლის თქმით, ფოლაუსთვის ნიუ იორკი კარიერის გასაგრძელებლად იდეალური ადგილი იქნება.

30 წლის ფოლაუმ 10 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მატყუარები, ქურდები, ჰომოსექსუალები, ლოთები და ათეისტები ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია და მაისში ფოლაუს "რაგბი ავსტრალიამ" ოთხწლიანი კონტრაქტი გაუწყვიტა, რაც ფოლაუმ გაასაჩივრა და პროცესი დეკემბრამდე გრძელდებოდა, რის შემდეგაც მხარეები კომპრომისზე წავიდნენ, თუმცა შეთანხმების დეტალები ოფიციალურ დონეზე არ გავრცელებულა.

"ვოლაბების" ყოფილი მორაგბე ამჟამადაც უკლუბოდ იმყოფება. მისი სახელი რამდენიმე ქვეყანას და კლუბს, მათ შორის სამხრეთ აფრიკულ "ბულზს", ავსტრალიურ რაგბის ლიგის კლუბებს და ფრანგული ტოპ 14-ის გუნდებს დაუკავშირეს, თუმცა ცნობილი სკანდალის გამო, ჯერჯერობით ფოლაუს აყვანას ყველა გუნდი ერიდება.

ისრაელს 2013-2019 წლებში ავსტრალიის ნაკრებში 62 კეპი აქვს მოხვეჭი და 32 ლელოს დადება შეძლო, ხოლო იმავე წლებში "ვორათასის" კვართით ჩატარებულ 96 მატჩში სუპერ რაგბიში 60 ლელო დადო და ტურნირის რეკორდი დაამყარა. იქამდე კი, ფოლაუ რაგბის ლიგასაც თამაშობდა და შესაბამისად, 13-კაცა რაგბი მისთვის უცხო არაა. მას 2007-2009 წლებში ავსტრალიის რაგბის ლიგის ნაკრებშიც უთამაშია. 

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს კანადურ რაგბის ლიგის ფრენჩაიზს "ტორონტო ვოლფპაკს" მიაშურა სონი ბილ უილიამსმა, რომელმაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რა დროშიც 10 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რაც რაგბისთვის სარეკორდო ხელფასია. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს